saqarTvelos mwvervalebi - yuro
ყურო - მწვერვალი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სუბმერიდიანულ განშტოებაზე, მდინარეები თერგისა და ხდის წყალგამყოფ ყუროს ქედზე. წარმოადგენს ყუროს ქედის ყველაზე მაღალი მწვერვალს 4041 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით. დამახასიათებელია ალპური ლანდშაფტი. სახელწოდება თურქული წარმოშობისაა და ითარგმნება როგორც „მშრალი უთოვლო მწვერვალი“.